ყველაზე დიდი ბიცეპსი (ხელები)

Leave a comment

ყველაზე დიდი ბიცეპსი, მუსტაფა ისმაილი (Moustafa Ismail)….

მუსტაფა ისმაილის ბიცეპსი აღიარეს ყველაზე დიდ ბიცეპსად.მისიბიცეპსი შეიტანეს გინესის რეკორდებში და მისი ზომა არის 78 სანტიმეტრი,რაც ზრდასრული მამაკაცის წელის ზომისაა.მას დასჭირდა 10 წელი ამ შედეგის მისაღწევად,იგი მხოლოდ 24 წლის არის.მან ვარჯიში დაიწყო მხოლოდ ფორმაში ყოფნისთვის,მაგრამ მიხვდა რომ ხელები არანორმალური სისწრაფით ეზრდებოდა.ამის შემდეგ გადაწყვიტა,რომ ხელებისთვის დიდი ყურადღება დაეთმო და კიდევ უფრო გაეზარდა.იგი დღეში მინიმუმ 2-ჯერ ვარჯიშობს და შეუძლია 200 კილოს აწევა.მისი დღიური რეჟიმია:დილის 5დან 8მდე კარდიო ვარჯიშები,ძალის და ტანის გამოსაყვანი ვარჯიშები,როგორც მძიმე წონებით ასევე მსუბუქით

დღის ფოტო

Leave a comment

1. ერთხელ ჩაკ ნორისი The Virgin Islands ესტუმრა, ახლა მათ მხოლოდ The Islands ჰქვიათ.

2. ჩაკ ნორისის კალენდარში პირველი აპრილი არ არსებობს, რადგან
ჩაკ ნორისს ვერავინ მოატყუებს.

3. ჩაკ ნორისს შეუძლია ბრაილის ენაზე ილაპარაკოს.

4. ჩაკ ნორისის ცრემლები კიბოს კურნავს, თუმცა, სამწუხაროდ, ჩაკ ნორისი არასოდეს ტირის.

5. ჩაკ ნორისს სიკვდილი არ მოუტყუებია, “ჩესნად” მოუგო!

6. ერთხელ, როდესაც ჩაკ ნორისს ტრაილერში სექსი ქონდა, მისი
სპერმის ნაწილი გაიპარა და ძრავში მოხვდა. ახლა ამ ტრაილერს

ჩვენ ოპტიმუს პრაიმის სახელით ვიცნობთ.

7. მხოლოდ ჩაკ ნორისს შეუძლია Recycling Bin-ის წაშლა.

8. უნივერსიტეტში სწავლისას, მათემატიკის ტესტის წერისას, ჩაკ
ნორისმა ყველა დავალებას ამოხსნაში სიტყვა

“ძალადობა” ჩაწერა და A+ აიღო, იმიტომ რომ ჩაკ ნორისი ყველა მის პრობლემას “ძალადობით” ჭრის.

9. როდესაც ბუგიმენი დასაძინელბად წვება, ჯერ ამოწმებს ხომ არ
არის ჩაკ ნორისი მის კარადაში!!

10. როდესაც გუგლში არასწორად ჩაწერ ჩაკ ნორისის სახელს, გუგლი
არ შეგეკითხება: “did u mean Chuck Norris?!”,

გუგლი დაგიწერს: “გაიქეცი სანამ ჯერ კიდევ გაქვს შანსი!!!”

11. მხოლოდ ჩაკ ნორისს უყენია Windows Vista თავის Etch-a-Sketch-ზე.

12. ჩაკ ნორისი 10 წლის წინ გარდაიცვალა, უბრალოდ მიქელ-გაბრიელს გამბედაობა არ ყოფნის რომ მას ეს უთხრას.

13. ჟირაფები მას მერე შეიქმნენ, რაც ჩაკ ნორისმა ცხენს აპერკოტი
ამოსცხო!!

14. ჩაკ ნორისს შეუძლია ორივე ფეხი მიწაზე ედგას და მაინც
ამოგარტყას პანჩური.

15. ჩაკ ნორისს ანთებულ შუქში ძინავს. იმიტომ კი არა, რომ ჩაკ
ნორისს სიბნელის ეშინია, არამედ იმიტომ, რომ

სიბნელეს ეშინია ჩაკ ნორისის.

16. ჩაკ ნორისთან სექსის შემდეგ ყველა ქალი 1 კვირა სისხლად იცლება. დროთა განმავლობაში

ამ მოვლენას მენსტრუაცია უწოდეს.

17. ჩაკ ნორისს შეუძლია 1 ჩიტით 2 ქვა მოკლას.

18. როდესაც ჩაკ ნორისი შუა თითს გიჩვენებს ის უბრალოდ გეუბნება,
თუ რამდენ წამში მოკვდები.

19. ჩაკ ნორისს შეუძლია ვიოლინოზე დაუკრას… პიანინოთი!!

20. ბილ გეითსი მთელი ცხოვრება იმის შიშში ცხოვრობს, რომ ჩაკ
ნორისის კომპი გაფუჭდება.

21. ჩაკ ნორისს შეუძლია უშნურო ტელეფონით მოგახრჩოს.

22. მოჩვენებები იმის შედეგად არსებობენ, რომ ჩაკ ნორისი ხალხს
კლავს ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე სიკვდილი

ახერხებს მათი სულების წაყვანას ჯოჯოხეთში.

23. დილით გაღვიძების საუკეთესო გრძნობა ისაა, როდესაც ხვდები
რომ ძილში ჩაკ ნორისმა არ მოგკლა.

24. Chuck Norris eats the core of an Apple first. ( ეს არ ითარგმნება:P)

25. ჩაკ ნორისი არასოდეს იხევს უკან, ის უბრალოდ მოპირრდაპირე მხარეს უტევს.

26. მხოლოდ ჩაკ ნორისს შეუძლია შეეხოს M.C. Hammer-ს.

27. ჩაკ ნორისს შეუძლია თევზი დაახრჩოს.

28. ახალშობილი ბავშვები იმიტომ ტირიან, რომ ხვდებიან რო
აღარაფერი ეშველებათ. ისინი ჩაკ ნორისის

სამყაროში მოხვდნენ!!!!

29. ერთხელ ჩაკ ნორისმა ადამიანს სულში დაარტყა მუშტი.

30. როდესაც ჩაკ ნორისი ოთახში შედის, შუქს კი არ ანთებს, არამედ
სიბნელეს თიშავს.

31. როდესაც ჩაკ ნორისი სარკეში იხედება, სარკე ტყდება, იმიტომ რომ
თვით სარკეც კი არააა იმდენად სულელი,

რომ ჩაკ ნორისსა და ჩაკ ნორისს შუა დადგეს.

32. ერთხელ ჩაკ ნორისს გულის შეტება ქონდა. გული დამარცხდა.

33. ჩაკ ნორისს სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შეეშალა, როდესაც
იფიქრა რომ რაღაც შეეშალა.

34. ერთხელ Mister T.-მ მოუგო ჩაკ ნორისს თამაშში Tic-Tac-Toe. საპასუხოდ ჩაკ ნორისმა რასიზმი გამოიგონა.

35. მუდმივა პი-ს ბოლო ციფრი ჩაკ ნორისია. ის საერთოდ ყველაფრის ბოლოა!!

36. როდესაც ღმერთმა თქვა: “დაე იყოს სინათლე”, ჩაკ ნორისმა უპასუხა: “დიახ, გეთაყვა” (ლოლ)

37. ჩაკ ნორისის მთავარი ექსპორტი ტკივილია!

38. ჩაკ ნორისი ერთადერთია, ვისაც შეუძლია ციკლოპს თვალებს
შუა მუშტი დააკეროს..

39. ჩაკ ნორისმა უჩივლა Bubble Tape-ის (ჟუვაჩკის რულონი როა რაა, ვინც არ იცით:P) მწარმოებელ კომპანიას,

რადგან მათი სლოგანი: “6 მეტრი მხიარულება” ჩაკ ნორისის პენისის სავაჭრო ნიშანია!

40. უმოკლესი გზა მამაკაცის გულამდე ჩაკ ნორისის მუშტია.

41. ჩაკ ნორისი არ თამაშობს “დახუჭობანას”. მისი საყვარელი თამაშია “დაიმალე და ილოცე რო ვერ გიპოვნო!!”

42. ჩაკ ნორისმა არ იცის სად ცხოვრობ, მაგრამ მან იცის სად მოკვდები

43. ერთხელ ჩაკ ნორისი მუცელზე იწვა, ერექცია მოუვიდა და ნავთობის საბადო აღმოაჩინა.

44. კანონი და წესრიგი ჩაკ ნორისის მარჯვენა და მარცხენა ფეხების trademark სახელებია.

45. ჩაკ ნორისს შესთავაზეს ფროდოს როლი “ბეჭდების მბრძანებელში”, მაგრამმან უარი განაცხადა : “only a pussy needs

three movies to destroy a piece of jevelery!”

46. ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე სევდიანი მომენტი ის კი არააა,
როდესაც ხვდება რომ სანტა არ არსებობს, არამედ ის,

როდესაც ხვდება რომ ჩაკ ნორისი არსებობს!

47. მამაკაცების უმრავლესობას არ ადარდებს, როდესაც სექსის დროს
მათი ქალები ჩაკ ნორისზე ოცნებობენ,

რადგან ეს ოცნება ამ მამაკაცებსაც აქვთ.

48. Apple უხდის 99 ცენტს ჩაკ ნორისს სიმღერის ყოველი მოსმენის შემდეგ.

49. ჩაკ ნორისს შეუძლია ლეისის მხოლოდ ერთი ცალი ჩიფსი შეჭამოს.

50. არ არსებობს ევოლუცია. არსებობოს მხოლოდ იმ არსებების
ჩამონათვალი, რომლებსაც ჩაკ ნორისმა სიცოცხლის

ნება მისცა!

51. ჩაკ ნორისის ხელი ერთადერთი ხხელია მსოფლიოში, რომელსაც
შეუძლია ფლეშ რიოალს მოუგოს!

52. ჩაკ ნორისს საათი არ უკეთია, ის თავად წყვეტს რა დროა!

53. რასები არ არსებობენ, არსებობს მხოლოდ რეგიონები, რომელთა
მაცხოვრებლებიც ჩაკ ნორისმა ცემაში სხვადასხვა

დოზით დაალურჯ-დააშავა!!

54. როდესაც ყავა უცივდება, ჩაკ ნორისი ყოფს ყავაში კბილებს და
საკუთარი მძვინვარებით ადუღებს წყალს.

55. ჩაკ ნორისს ჭირდება მხოლოდ 20 წუთი, რათა 60 წუთი დაგელოდოთ.

56. ირანში არ არსებობს მასობრივი განადგურების იარაღი, რადგან
ჩაკ ნორისი ოკლაჰომაში ცხოვრობს.

57. ჩაკ ნორისს შეუძლია ორივე მხარეს გაქაჩვით ალმასი ისევ
ნახშირად გადააქციოს.

58. ჩაკ ნორისს სიყვარული არ შეუძლია,მას მხოლოდ შეუძლია არ
მოგკლას.

59. ერთხელ ჩაკ ნორისმა საკუთარი შარდი გაყიდა. ასე გამოიგონეს “რედბული”.

60. იმისათვის რო გაიგო ჩაკ ნორისის ასაკი, უნდა გადაჭრა იგი შუაზე
და რგოლები დაითვალო :D:D:D:D

61. გუგლში ვერ მოძებნი ჩაკ ნორისს, რადგან გუგლმა იცის, რომ თუ
საჭიროა ჩაკ ნორისი თავად მოგძებნის.

62. ჩაკ ნორისს შეუძლია იმსჯელოს წიგნზე მისი ყდის მიხედვით.

63. კითხვა: რამდენი ჩაკ ნორისია საჭირო ნათურის გამოსაცვლელად?!
პასუხი: არცერთი, ჩაკ ნორისი სიბნელეში კლავს!

64.ჩაკ ნორისმა თუ დაგარტყა გაგაფრენს ამერიკაში

65.თუ შენ გაქვს 5 დოლარი და ჩაკ ნორისსაც აქვს 5 დოლარი, ჩაკ ნორისს უფრო მეტი ფული აქვს.

66.ჩაკ ნორისი არ კითხულობს წიგნებს, ის უყურებს მათ სანამ არ მიიღებს სასურველ ინფორმაციას.

67.ჩაკ ნორისმა უსასრულობამდე დათვალა ორჯერ.

68.როცა ჩაკ ნორისი აკეთებს აზიდვას, ის არ იწევა, ის დედამიწას წევს ქვევით…

69.ჩაკ ნორისი არ ატარებს საათს, ის თვითონ წყვეტს რომელი საათია.

70.როცა ჩაკ ნორისი იხედება სარკეში, არაფერი ჩანს, რადგან 2 ჩაკ ნორისი ვერ იარსებებს.

71.აკ ნორისს თვალგახელილი შეუძლია დაცემინება.

72.ჩაკ ნორისის კომპიუტერს არ აქვს “ctrl” ღილაკი, ის ყოველთვის აკონტროლებს მას.

73.ჩაკ ნორისმა ერთხელ შეჭამა მთლიანი სადღესასწაულო ტორტი, სანამ მეგობრები ეტყოდნენ, რომ სტრიპტიზიორი იჯდა შიგნით.

74.როცა ჩაკ ნორისი ჩადის წყალში, ის არ სველდება.

75.ჩაკ ნორისის სახლს არ აქვს კარებები, ის კედლებიდან შედის და გადის.

76.ჩაკ ნორისი იყოფა ნულზე.

77.როცა ჩაკ ნორისი ლაპარაკობს, ყველა უსმენს და კვდება.

78.ჩაკ ნორისი არ იპარსავს. ის სახეში ირტყავს მუშტს და წვერი სცვივა.

79.ჩაკ ნორისის დაჭრა შეუძლია მხოლოდ ერთს – ჩაკ ნორისს.

80.ჩაკ ნორისმა მოიგონა შავი ფერი. ფაქტიურად ყველა ფერი მან მოიგონა გარდა ვარდისფერისა. ვარდისფერი მოიგონა ტომ კრუზმა.

81.თავის დაბადებისდღეზე ჩაკ ნორისი ირჩევს ერთ ბედნიერ ბავშვს, რომელსაც გააფრენს მთვარეზე 1 მოქნევით.

81.5.ჩაკ ნორისს გული არ ერევა როცა ბევრს სვავს. ის გულს ერევა.

82.დასაწყისში, როცა არაფერი არ არსებობდა, ჩაკ ნორისმა დაარტყა არაფერს სახეში და შეიქმნა სამყარო.

83.ჩაკ ნორისმა შეუკვეთა ბიგ მაკი მაკდონალდში და არ ალოდინეს.

84.არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 1236 წლის ინგლისური ენის ლექსიკონი სადაც სიტყვა “მსხევპლის” განმარტებაა – ადამიანი, ვინც ჩაკ ნორისს შეეჯახა.

85.გუგლში, რომ მოძებნოთ “ნაცემი ჩაკ ნორისი” მიიღებთ 0 პასუხს, რადგან ასეთი რამ არ მომხდარა.

86.ჩაკ ნორისი 4 ლიტრ რძეს სვავს 37 წამში.

87.თუ ვერ დაინახეთ ბოლო კითხვა არაუშავ ოთხმოცდამეერვე კითხვას მხოლოდ ჩაკ ნორისი ხედავს!

საინტერესო კითხვები პასუხებით

Leave a comment


1.რომელი უდაბნოა ცივი?
ღამით ყველა უდაბნო ძალიან ცივი ხდება,რადგან ტემპერატურა კარგ ამინდშიც კი მკვეთრად ეცემა.ტროპიკულ უდაბნოში ხანდახან ყინავს.ანტარქტიდაც უდაბნოა,რადგან მშრალია,წყალი მხოლოდ ყინულის ქვეშაა.

2.რომელი ფრინველი დაფრინავს უკან?
კოლიბრი.ფრთებით რვა კონფიგურაციას აკეთებს,თავდაყირაც კი დაფრინავს.ეს პატარა ჩიტები წამში 80-90-ჯერ იქნევენ ფრთებს,ფრენის დროს ძინავთ და წყვილდებიან კიდეც.

3.სად მდებარეობს ”ვარდების ქალაქი”?
ეს პეტრაა,იორდანიაში.მას შემდეგ,რაც 1100წ.-ს ქალაქი ჯვაროსნებმა დატოვეს,აკლდამები და საგანძური დავიწყებას მიეცა და 1812 წლამდე უდაბნოს ქვიშაში იყი დამალული.

4.რომელმა გამოგონებამ აქცია ცათამბჯენების ბოლო სართულები პრესტიჟულ საცხოვრებლად?
ლიფტმა.პირველი ლიფტი,1850წ.-ს,ელიშა გრეივს ოტისმა გამოიგონა.მანამდე მაღალი სახლების ზედა სართულები, ურიცხვი კიბის გამო ყველაზე იაფფასიანი იყო.

5.რომელი ქალაქი დგას ორ კონტინენტზე?
სტამბოლი,თურქეთში.ეს ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში,რომელიც ორ კონტინენტზეა გაშენებული.წყლის ვიწრო არხი,ბოსფორის სრუტე,აზიას ევროპისგან ყოფს.სტამბოლი თურქეთის ყველაზე დიდი ქალაქია და სწრაფად იზრდება.

6.რომელი უცნაური არსება სტუმრობს ჰიმალაებს?
იეტი.ეს დიდთმიანი,მაიმუნის მსგავსი არსება თოვლის ზოლში ბინადრობს,ორ ფეხზე დადის და უკან უზარმაზარ ნაფეხურებს ტოვებს.

7.რა განსხვავებაა მეტეორიტსა და მეტეორს შორის?
მეტეორი კოსმოსში მოგზაურობს და მეტეორიტად მაშინ გადაიქცევა,როცა დედამიწაზე დაეშვება.

8.მთა ევერესტი უცვლელად დგას?
არა.მისი სიმაღლე იმატებს და ყოველ წელს ჩრდილო-აღმოსავლეთით 6სმ-ით გადაადგილდება.თანამგზავრმა 1999წ.-ს დააფიქსირა ევერესტის სიმაღლე-8850მ.

9.რა არის თორა?
თორა ებრაული ბიბლიის ხუთი წიგნის პირველი ნაწილია.მასში შედის ებრაელთა ისტორია,აგრეთვე სამართლის და მორალური კოდექსი.

10.რომელმა მეფემ გამოაცხადა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად?
დავითმა,რომელიც ერთ დროს მწყემსი იყო იებუსიტების ქალაქს დაეპატრონა და ხალხს აღთქმის კიდობანი დაუბრუნა.

ანეკდოტები =)

Leave a comment


ანეგდოტების კრებული

 

რად გინდათ კაბინეტში აკვარიუმი. – ჰკითხეს წარმატებულ ბიზნესმენს.

– მომენატრა არსება, რომელიც პირს იმიტომ არ აღებს, რომ ფული მთხოვოს.

 

 

ორმა მთვრალმა კაცმა ტაქსის მძღოლის გაშაყირება მოინდომა და მძღოლს კითხეს:

– ძმაო, ნაგავს არ წაიღებ?

– კი, ბატონო, დასხედით!

 

 

 

 

– ხომ ვერ ამიხსნით ცეცხლოვანი კოცნის ტექნოლოგიას?

– სიამოვნებით. მთავრია, კოცნის დროს პირიდან გამოიღოთ ანთებული სიგარეტი.

 

 

ღელვის დროს, მგზავრი მივა კაპიტანთან და ეკითხება:

– რა მანძილზეა უახლოესი მიწა?

– ორ მილში.

მგზავრს გაუხარდება და კიდევ ეკითხება:

– მარჯვნივ თუ მარცხნივ?

– ქვემოდ, … მიოუგო კაპიტანმა.

 

 

კლიენტი ბარმენს:

– თქვენ რა, აქ ანონიმი ალკოჰოლიკების კლუბი გახსენით.

– საიდან დაასკვენით?

– სახეზე ვერავის ვცნობ.

 

 

ლორდი მოსამსახურეს:

– ჯეიმს! ცხელი აბაზანა მესაჭიროება!

– უკვე ამოვდივარ, სერ!

 

 

ფოტოგრაფი-კლიენტს:

– თქვენ როგორი სურათი გნებავთ, დიდი თუ პატარა?

– პატარა.

– მაშინ ასე ფართოდ ნუ იღიმებით.

 

 

სამი სტუდენტი აბარებს გამოცდას.

ერთი დიდი ბლატით, მეორე პატარათი, მესამე კი – საერთოდ უბლატოდ.

ეკითხებიან პირველს:

– რომელ ქვეყანაში ჩამოაგდეს ატომური ბომბი?

– იაპონიაში.

– ხუთიანი!

ეკითხებიან მეორეს:

– რომელ ქვეყანაში ჩამოაგდეს ატომური ბომბი? – იაპონიაში.

– რომელ წელს?

– 1945 წელს.

– ხუთიანი!

მესამეს იგივეს ეკითხებიან და უმატებენ:

– რომელ ქალაქში?

– ხიროსიმაში.

– რამდენი დაიღუპა?

– ორასოთხმოცდათხუთმეტი ათასი.

– … გვარები ჩამოგვითვალეთ!..

 

 

რას ნიშნავს ორმხრივი სიამოვნება?

– როცა სადისტი მაზოხისტს აწამებს……

 

 

ახალი ქართველების შვილების საუბრიდან:

– მამაჩემს იმდენი ფული აქვს, რომ შეუძლია მთელი თბილისი იყიდოს!

– მამაჩემს ვეტყვი, რომ არ მიჰყიდოს!

 

 

მიხოს კოჭლი შვილი ყავდა,ომში უნდა წავიდეო ამოიჩემა …

სად უნდა წახვიდე გინდა აქ მე მანერვეულო და იქ სნაიპერი აწვალო?

 

 

 

– ოფიციანტ!

– ჰაჯან!

– ჩემს წვნიანში ტარაკანა ფართხალებს.

– თავდაღმაა თუ გულაღმა?

– გულაღმა.

– ეგ მოცეკვავეა, კლიენტებისათვის „ბრეიკს“ ცეკვავს

 

 

– არ გრცხვენიათ, ქუჩაში რომ მათხოვრობთ?

– აბა, რას მირჩევთ, ოფისი გავხსნა?

 

 

ფეხსაცმლის მაღაზიის პატრონი გამყიდველთან მივიდა და ყურში უჩურჩულა:

– რაშია საქმე, რატომ არ ეხმარებით იმ კლიენტს, რამდენი ხანია ფეხსაცმელი ვერ აურჩევია.

– მძიმე შემთხვევაა, შეფ – ამოიოხრა გამყიდველმა, – მუსიკოსია და ერთ ტონალობაში რომ ჭრიჭინებს, ისეთი ფეხსაცმლის ყიდვა სურს.

 

 

 

მთვრალი მამაკაცი ავტობუსში ასვლას ცდილობს. მგზავრებმა სიცილი დააყარეს:

– იცინეთ , იცინეთ…– გაბრაზდა მთვრალი,

– ვნახოთ ბოლოს ვინ გაიცინებს: მე ავტობუსუს მძღოლი ვარ!…..

 

მინიატურული იარაღები

Leave a comment

Александр Перфильев _ის შექმნილი მინიატურული იარაღები…

წყარო: ucnauri.com

ანაკონდააა

Leave a comment

anaconda 1 Anaconda

ანაკონდა მსოფლიოში ყველაზე დიდი გველია და ბინადრობს მთელს ტროპიკულ სამხრეთ ამერიკაში:  აღმოსავლეთით კორდილიერებიდან კუნძულ ტრინიდადამდე. გვიანის, ბრაზილიისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ პერუს წყალსატევების სანაპიროებზე. სხეულის საშუალო ზომა ზრდასრული ანაკონდისა 5-6 მეტრია, თუმცა არც თუ ისე იშვიათად გვხვდება 10 მეტრიანი ეგზემპლარებიც. ყველაზე გრძელი ანაკონდა, რომელიც აღმოსავლეთ კოლუმბიაში დაიჭირეს და გაზომეს, სიგრძეში 11 მეტრსა და 43 სანტიმეტრს აღწევდა, თუმცა ამ უნიკალური ეგზემპლარის შენახვა ვერ მოხერხდა.

შეფერილობა

ანაკონდას ზურგის ძირითადი შეფერილობა მორუხო-მომწვანოა, მსხვილი მურა ფერის ლაქებით, რომლებიც მრგვალი ან მოგრძო ფორმისაა და მონაცვლეობენ ჭადრაკისებურად. გვერდებზე აღენიშნება რამოდენიმე რიგი წვრილი, ღია ფერის ლაქებისა, რომლებიც შემოფარგლულია შავი ზოლებით. ამგვარი შეფერილობა ანაკონდას შეუმჩნეველს ხდის მიწაზე და ფოთლებით დაფარულ წყლის ზედაპირზე.

ცხოვრების წესი

annaconda Anaconda

ანაკონდას საყვარელი ადგილებია მდორე მდინარეები და ტბები, ჭაობიანი ამაზონისა და ორინოკოს აუზები. ასეთ უკაცრიელ ადგილებში, ანაკონდა უსაფრდება მსხვერპლს:  სხვადასხვა ზომის ძუძუმწოვრებს რომლებიც მდინარეზე წყლის დასალევად ჩამოდიან, წყლის ზედაპირზე მცურავ ფრინველებს, ხანდახან კუებს და ახალგაზრდა კაიმანებს. ანაკონდას მსხვერპლნი ხშირად ხდებიან შინაური ცხოველები და ფრინველები: ღორები, ძაღლები, ქათმები, ბატები, როდესაც ისინი წყალს უახლოვდებიან. ყოფილა შემთხვევა, როდესაც 5 მეტრიანმა ანაკონდამ დაახრჩო და გადაყლაპა 2,5 მეტრი სიგრძის მუქი ფერის პითონი სულ რაღაც 45 წუთში.

ანაკონდა არც თუ იშვიათად ამოდის ხმელეთზე და ღებულობს მზის აბაზანებს, თუმცა წყლიდან ძალიან შორს არ მიდის. ის კარგად ცურავს, ყვინთავს და ხანგრძლივად შეუძლია წყალქვეშ ყოფნა. წყალსატევის ამოშრობის შემთხვევაში ანაკონდა გადადის მეორე წყალსატევში ან ცურვით მიუყვება მდინარეს. როდესაც ამის საშუალება არ არის, მშრალი სეზონის განმალობაში, იგი ღრმად ეფლობა ტალახში და ამგვარ მდგომარეობაში ელოდება წვიმის მოსვლას. ზოოპარკებში არაერთხელ შეუმჩნევიათ, თუ როგორ იხეხავს ანაკონდა სხეულს წყლის ფსკერზე ხახუნით.

გამრავლება

ანაკონდა კვერცხცოცხლადმშობია. დედალი დებს 28-42 კვერცხს, საიდანაც იბადებიან 50-80 სანტიმეტრი სიგრძის წიწილები, შესაძლოა მან ცოცხალი ნაშიერებიც შობოს. ნიუ-იორკში აკვირდებოდნენ, თუ როგორ ამტვრევდა ანაკონდა კბილებით მის მიერ დადებულ კვერცხებსა და ხელს უწყობდა ნაშიერების გამოჩეკვას. კვერცხების მთავარ გარსს და გაუნაყოფიერებელ კვერცხებს დედალი ანაკონდები თავად მიირთმევენ, ზოგჯერ – ახლადდაბადებულ ნაშიერებსაც ჭამენ. გველების ამ სახეობას შორის, კანიბალიზმიც საკმაოდ გავრცელებულია. არც თუ იშვიათად მოზრდილი მდედრი ანაკონდა, მომცრო მამრს ყლაპავს. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, მდედრ ანაკონდას ეს იმიტომ ესაჭიროება, რომ გამრავლებისთვის მოსამზადებლად დამატებითი საკვები ჰქონდეს მიღებული, ზოგი კი ფიქრობს, რომ სავალალო შემთხვევა სექსუალურ ამორფიზმს უკავშირდება; თუმცა, დაზუსტებული ახსნა ამ ფაქტისა, ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

anaconda 2 Anaconda

ტყვეობა

ტყვეობაში ანაკონდები ცოცხლობენ 5-6 წელიწადს, მაქსიმუმ 28 წელს. ტყვეობაში ანაკონდა განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა.

მითები და ლეგენდები

მიუხედავად მრავალგვარი მონათხრობისა, ანაკონდა ზრდასრულ ადამიანს თავს არ ესხმის გარდა იშვიათი შემთხვევებისა. არსებობს რ. ბლომბერგის მონათხრობი, თუ როგორ მოგუდა და გადაყლაპა ანაკონდამ 13 წლის ბიჭი. თუმცა ადგილობრივებს, როგორც წესი, მისი არ ეშინიათ და ხშირად ნადირობენ მასზე. ანაკონდა რეწვის ობიექტია – იყენებენ მის ტყავს, ხორცს, ცხიმს.

წარსულში დაბრუნება…

Leave a comment

 

წყარო: ucanuri.comპოსტის ავტორი: Nod

“ფუკუსიმა-1″-დან 30 კმ-ში უყურო კურდღელი გაჩნდა

Leave a comment

იაპონიის ატომურ ელექტროსადგურ “ფუკუსიმა-1″-დან 30 კმ-ში თეთრი უყურო კურდღელი გაჩნდა. 

“მოსახლოება შიშობს, – იტყობინება Corriera TV, – მშობლებს ეშინიათ, რომ მათი შვილები გენეტიკური გადახრებით დაიბადებიან”.

პრეფექტურაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ხელისუფლებამ ელექტროსადგურიდან 20 კმ-ის რადიუსში მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. მოგვიანებით ევაკუაციის ზონა 30 კმ-მდე გაიზარდა.

წყარო: http://www.ambebi.ge  www.youtube.com ვიდეოს ავტორი gggnews

WordPress უკვე 8 წლისაა

Leave a comment

ამ პარასკევს, 27 მაისს, 8 წელი შეუსრულდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ საიტის მართვის სისტემას. სოწრედ 2003 წლის 27 მაისს გადაწყდა CMS WordPress შექმნა. ის, რაც თავდაპირველად წარმოიშვა როგორც პლატფორმა b2-ის ფორკი, დღეს უკვე გადაიზარდა სრულიად დამოუკიდებელ, თავისუფალ, ყველაზე პოპულარულ და უზარმაზარ სისტემად, რომელსაც მილიონობით ადამიანი ყოველდღე იყენებს. ვორდპრესზე საიტის გაკეთება ნებისმიერს შეუძლია – დაწყებული სკოლის მოსწავლეებით და დამთავრებული უმსხვილესი კომპანიებითა და ავტორიტეტული საიტებით. დღეისათვის ვორდპრესზე 45 მილიონზე მეტი საიტი მუშაობს. გთავაზობთ, გადავხედოთ ვორდპრესის ისტორიას და გავიხსენოთ, თუ როგორ იწყებოდა ყველაფერი. სხვათაშორის, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სრულიად შემთხვევით სწორედ 27 მაისს განახლდა ვორდპრესის ქართული ვერსიის დამუშავება…

WordPress 0.7.1

სწორედ ის პირველი რელიზი, რომელიც 2003 წლის 27 მაისს გამოჩნდა.

WordPress 1.0.1

ეს ვერსია გაჩნდა 2004 წლის იანვარში. განახლება შეიცავდა დაყენების განახლებულ სისტემას, ახალ თემასა და რამდენიმე სხვა გაუმჯობესებას.

WordPress 1.2

ეს ვერსია 2004 წლის მაისში გაჩნდა.  WordPress-ში გაჩნდა დანამატების გაუმჯობესება, რაც გახდა ის მტავარი ფაქტორი, რომელმაც იგი ასე პოპულარული გახადა.

WordPress 1.5

მორიგი თარიღი – 2005 წლის თებერვალი. ახალი ფუნქციები (გვერდების შექმნის საშუალება), ახალი თემა, Kubrick, რომელიც თუ სწორად მახსოვს რჩებოდა ვორდპრესზე შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში.

WordPress 2.0

ბლოგერებისთვის საუქარი 2005 წლის 31 დეკემბერს გაკეთდა, ახალი ადმინპანელი, WYSIWYG და სხვა მრავალი.

WordPress 2.1

WordPress 2.0-ის გმაოშვებიდან ორი წლის შემდეგ, 2007-ში, გამოვიდა ვორდპრესის ახალი ვერისა, რომელშიც უკვე გვქონდა ავტოშენახვა, რედაქტორი და მთავარ გვერდად ნებისმიერი სტატიკური გვერდის დანიშვნის საშუალება.

WordPress 2.2

2007 წელი— WordPress 2.2. გაჩნდნენ ვიჯეტები, ასევე შეიცვალა ვორდპრესის გამოშვების სქემა.

WordPress 2.3
2007  წლის სექტემბერი. ვორდპრესს დაემატა ტეგებისა და კატეგორიების მხარდაჭერა. დღეს-დღეობით ეს არაფერია, მაგრამ მაშინ ეს იყო უზამრაზარი ნაბიჯი.

WordPress 2.5

2008 წელი — ახალი ადმინპანელი, უამრავი განახლება. განახლდა მასალის დამატების ინტერფეისი, რამაც მომხმარებელთ აუკმაყოფილებლობა გამოიწვია, თუმცა მალევე ეს ისევ შეიცვალა.

WordPress 2.7

2008 წლის დეკემბერი – გამოვიდა WordPress 2.7. ადმინპანელი სრულიად შეიცვალა და დაემსგავსა დღევანდელს.

WordPress 3.0

2010 წელი — გამოვიდა WordPress 3.0, პლატფორმის უდიდესი განახლება, რომელსაც ფესვეულიც კი შეიძლება ვუწოდოთ. უამრავი განახლება და ახალი ფუნქცია.

WordPress 3.2

რობოტმა Rollin’ Justin ბურთების დაჭერა იცის

Leave a comment

გერმანიის აეროკოსმოსური სააგენტოს DLR ინჟინრებმა გააუმჯობესეს საკუთარი რობოტი Rollin’ Justin და მას მცირე ზომის საგნების დაჭერა (უპირატესად ბურთები) ასწავლეს, რომლებსაც მისი მიმართულებით ისვრიან. ამასთან, მანქანის რეაგირების სიზუსტე 80%-მდეა, ასეთი შედეგი ყველა ადამიანსაც კი არ აქვს.

ამ ამოცანის შესასრულებლად Rollin’ Justin მათემატიკურ გამოთვლებს აწარმოებს, რათა მფრინავი ობიექტის ტრაექტორია განსაზღვროს, მეტიც, იგი მისკენ გასროლილი ორი ბურთის ტრაექტორიასაც კი ამუშავებს ერთდროულად. ამასთან, ზემოთაღნიშნული 80-პროცენტიანი სიზუსტე 2-სმ ხარვეზს შეესაბამება, ხოლო ყველა აუცილებელ გამოთვლას, მათ შორის ხელის პოზიციის განსაზღვრა, იგი 5 მილიწამში ახორციელებს. დემონსტრაციის მეორე ნაწილში ინჟინრებმა გვიჩვენეს თუ როგორ ამზადებს რობოტი ყავას და ხელოვნური ინტელექტისთვის საკმაოდ რთულ მოქმედებებს ასრულებს. მონაცემთა დამუშავებისთვის Rollin’ Justin ჩაშენებულ კომპიუტერულ სისტემას კი არ იყენებს, არამედ გარე მძლავრ მანქანას უერთდება.

წყარო: ubergizmo.com   youtube.com  ვიდეოს ავტორი: hixook

Older Entries